Fellows-2017 in Local Media: თბილისის მერიის მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში აკვირდებიან
droa.ge 04.02.2018
სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფი დაკვირვებას სამი ძირითადი მიმართულებით ახდენს: გარემოს დაცვა, გენდერი და ახალგაზრდობა. პროექტი მოიცავს ბიუჯეტის ანალიზს, მერთან შეხვედრას შუალედური შედეგებით და მისი პოზიციის დაფიქსირებას.
პროექტის ხელმძღვანელი მარიამ ხუროშვილი, მერიის ოფიციალურ პირებს უკვე აქტიურ რეჟიმში ხვდება და ზუსტ ინფორმაციას უშუალოდ მათგან იღებს. ამჟამად მის კითხვებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ უპასუხა. მისი თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი გეგმის მიხედვით დაიხარჯა და პირველად მიიღო ქ.თბილისის მერიის ბიუჯეტმა, წლის საუკეთესო ბიუჯეტის ნომინაცია.გაიოზ თალაკვაძემ 2018 წლის ბიუჯეტიც შეაფასა და წლის პრიროიტეტულ მიმართულებებსაც გაუსვა ხაზი.
,,2017 წლის ბიუჯეტი გეგმის მიხედვით ,დაიხარჯა.2018 წლის ბიჯეტის დაგეგმვისას პრიორიტეტების განსაზღვრა 2017 წლის ბიუჯეტის მსგავსად მოხდა. 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობამ გამოყო სპეციალური ტრანსფერი,რომელიც მიმართულია ინფრასტრუქტურის პროექტებზე.2018 წლის ბიუჯეტში პრირორიტეტულია ასევე თბილისის ტრანსპორტი,სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით გათვალისწინებულია მულტი ფუნქციური კოპლექსების აშენება.რაც შეეხება გარემოს,ამ მიმართულებით სტრუქტურული ცვლილებები მოხდება.გამწვანების სამსახურის ნაცლად გარემოს დაცვის სამსახური იფუნქციონირებს.’’-განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ.
პროექტი საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სტიპენდიის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
პროექტი საქართველოში 24 წლის თსუ-ს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა მოიგო, რომელიც ასევე არის ევროკავშირის დელეგაციის მიერ არჩეული ახლგაზრდა ევროპელი ელჩი. ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე მოახდენს ადგილობრივი პროექტების ანალიზს და ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ საკუთარ კვლევას ევროკავშირს წარუდგენს. პროექტი აღმოსავლეთ პარტბიორობის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია) ხორციელდება. სტიპენდიის ფარგლებში 20 პროექტი დაფინანსდა.
Source: droa.ge