Fellows in the MEDIA: Regional seminar in Gori (in Georgian)
qartli.ge: საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა, გორში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია იმ ცრუ წარმოდგენების შესახებ, მოისმინეს, რომელიც რეგიონში მითების სახითაა შექმნილი.
ამის თაობაზე დისკუსია გორის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი გოგუაძის განმარტებით, მსგავს შეხვედრებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც ისმენენ, რომლის შემდეგ, ერთიან ანგარიშს რეკომენდაციის სახით მოამზადებენ.
ეს ანგარიში მომზადდება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელსაც, 2017-2020 წლებისთვის, ევროკავშირთან გაწევრიანებისა და ინტეგრაციისკენ მისწრაფების გზაზე ვალდებულებები აქვს აღებული. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები და ღონისძიებები უნდა გაატაროს.
გორში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება მოქალაქეთა ინფორმირებულობაზე გაამახვილეს. ,,მეგობრობის ხიდი – ქართლოსის” წარმომადგენლის ანა ჯებისაშვილის თქმით, მოქალაქეთა უმრავლესობა, მაგალითად, ორ ტერმინს – ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის, განსხვავებას ვერ ხედავს:
,,თუნდაც ეს მაგალითი ცხადყოფს იმას, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. ” – აცხადებს ანა ჯებისაშვილი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ საკმაოდ დიდია ანტიდასავლური პროპაგანდის.
Source: qartli.ge