Filter Reset

Fellowship Programme

Country

Area of Interest

Topic

Regional seminar and discussions in Kutaisi

04.12.2017

Regional seminars and discussions are planned to conduct within the EaP Civil Society Facility. The first discussion was organized in Kutaisi in close partnership with საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ •  14 local CSO-NGOs and Media representatives were participating in the meeting.

The EU-Georgia relations, past experience, and future perspectives were discussed during the seminar. Furthermore, the trainer also overviewed challenges in the implementation of the AA and DCFTA.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში იმართება რეგიონული შეხვედრები ევროკავშირის შესახებ.

სემინარების მიზანია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს მიეწოდოს ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის ისტორიის, დახმარების პროგრამების, ევროკავშირთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

პირველი შეხვედრა გაიმართა ქუთაისში. ღონისძიებაზე განასკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო საზოგადოების როლს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში.
სემინარი ჩაატარა გიორგი გოგუაძემ, „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) დირექტორის მოადგილემ.

ღონისძიების მხარდამჭერია „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა“.

SourceGeorgian Center for Security and Development